1 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

წყლით სავსე ორმოები და ტალახში ჩაფლული მოსახლეობა - უყურადღებოდ მიტოვებული გზა სამგორში, სადაც გადაადგილება უკვე შეუძლებელია

ჩამოტვირთვა

იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის მერია და უშუალოდ კახა კალაძე თბილისში პარკინგის ფასს კოლოსალურად ზრდის, თბილისის ქუჩები განადგურებული და მოუწესრიგებელი რჩება. ალბათ ყველას შეუმჩნევია, რომ ბოლო პერიოდში ქალაქის გზები გადათხრილი და გაფუჭებულია. ასეთ მდგომარეობაშია სამგორის დასახლებაც, სადაც  უკვე წარმოუდგენელია გადაადგილება. თუმცა უბნის მაჟოტიტარებს რა თქმა უნდა ტერიტორია მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ და არაერთ დაპირებასაც გასცემენ. საარჩევნოდ კახა ლაბუჩიძე გზის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას პირადად დაპირდა, თუმცა ალბათ არ გიკვირთ, რომ დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა. 

ეს კადრები დღეს არის გადაღებული ქვემო სამგორში, მოსკოვის გამზირის 9ა ნომერში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როდესაც სამგორში გზა არ არსებობს ან  მთლიანად გაფუჭებულია, დედაქალაქის მერის მთავარი პრობლმა, მხოლოდ გაჭირვებული გარემოვაჭრეები აღმოჩნდა, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. კალაძის აზრით, როგორც ჩანს მოვაჭრეები საზოგადოების დისკომფორტის გამო "აყარეს", თუმცა 21-ე საუკუნაში უგზოობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები