2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ეს არის მონტაჟი” – პაპუაშვილი ივანიშვილ-ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერს და ამბობს, რომ “შეუიარაღებელი ყურითაც და თვალითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი”.

მისი შეფასებით, “მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეულ იქნეს ომში”.

“ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ფალსიფიკაცია, შემდეგ ამ თემის აგორება და წარმოჩენა ისე, თითქოს რაღაც სკანდალებთან გვაქვს საქმე”,– ამტკიცებს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ არაფერი მიუთითებს, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი რომელშიც ერთმანეთს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვის ესაუბრებიან. საუბარი 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება და ოლიგარქები თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები