1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ნაციონალური მოძრაობა" პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრება

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრები, დელეგაციაში, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება უკრაინაში, მონაწილეობას არ მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით შიდა გარჩევები ნამდვილად ძალიან უხერხულია ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. ვფიქრობ, რომ როცა ამხელა მძიმე ბრძოლაში არის ქვეყანა საკითხს სხვა კუთხით უნდა მივდგომოდით, ჩემი პოზიცია და ფრაქციის პოზიცია არ შეცვლილა. "ნაციონალური მოძრაობა" იყო კიევში, მე ვიყავი კიევში და ეს ვიზიტი იყო რადაში ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ოპოზიციური დელეგაცია გადაწყვეტს ჩავიდეს უკრაინაში და ესეც იგეგმება, ჩვენ ვიქნებით ამ დელეგაციის შემადგენელი ნაწილი, ამ შემთხვევაში მართებული არ არის " ქართულ ოცნებასთან" ერთად დელეგაციაში წავლა და მონაწილეობა, რადგან ვფიქრობ, იმ წერილის შემდეგ რაც შალვა პაპუაშვილმა გაუგზავნა სეტფანჩუკს, ნიშანდობლივია ის, რომ ეს მათ დამოკიდებულებას არ შეცვლის. მე არავის მიწვევა არ მჭირდება უკრაინაში რომ ჩავიდე, ჩემთვის უკრაინა არ არის ის რომელ დელეგაციაში ვიქნები, უკრაინა არის გაცილებით დიდი, ვიდრე რაიმე სახის დაპირისპირება, თუნდაც შიდა ოპოზიციას შორის. ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ ოპოზიცია უნდა ჩასულიყო. შალვა პაპუაშვილის სამწუხარო გადაწყვეტილება იყო არ წასულიყო და სამძიმარი არ გამოეხატა. მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა, კარგია. კარგი იქნება, ვინც არ ყოფილა კიევში, ჩავიდეს. ეს გაცილებით უფრო სხვა საკითხია ჩემთვის, ყველას მოვიწოდებ, წყნარად მშვიდად და ღირსეულად მიიღოს ეს საკითხი. კარგია, რომ პაპუაშვილი მიდის, თუმცა, სამარცხვინო იყო ის წერილი, რომელიც სტეფანჩუკს გაუგზავნა. კარგია ვინც მიდის, მაგრამ ამ დელეგაციაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგებლები არ იქნებიან. რა თქმა უნდა, მე ჩავალ კიევში ბევრჯერ,"- განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები