1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორის მერიაში დააკავეს ბუღალტერი, რომელმაც ბიუჯეტის 145 ათასამდე ლარი ინტერნეტ ტოტალიზატორში გადარიცხა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ  კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტ ტოტალიზატორებში.

“ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდგომაც მოსალოდნელია მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები