1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სრულ ემბარგო რუსეთის ენერგორესურსებზე- ევროპარლამენტმა რეზოლუცია 513 ხმით მიიღო

ევროპარლამენტი რუსულ ენერგორესურსებზე სრულ ემბარგოს ითხოვს - დღეს მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი სადამსჯელო ზომების მიღებას, მათ შორის „დაუყოვნებლივ სრულ ემბარგოს რუსეთის იმპორტზე ნავთობის, ქვანახშირზე, ბირთვულ საწვავსა და გაზზე".

რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 513-მა დეპუტატმა 22-ის წინააღმდეგ. 19-მა კი თავი შეიკავა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთი გარიცხოს G20-დან, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან, ინტერპოლიდან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან და იუნესკოდან.

სანქციების ეფექტიანობის გასაზრდელად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს რუსული ბანკების გამორიცხვას SWIFT სისტემიდან, რუსეთთან დაკავშირებულ ყველა გემს აეკრძალოს ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებსა და ევროკავშირის პორტებში შესვლა, ასევე საგზაო ტვირთების ტრანსპორტირება რუსეთიდან და რუსეთში. 

ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ ყველა აქტივის ჩამორთმევას, რომელიც ეკუთვნის რუს ჩინოვნიკებს, ან პუტინის რეჟიმთან ასოცირებულ ოლიგარქებს, მათ მარიონეტებსა და ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს ბელარუსში.

რეზოლუციაში საუბარია უკრაინის წინააღმდეგ ომში, ბელარუსის ჩართულობაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები