1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძე: თუ პუტინი უკრაინაში ბოლომდე გავიდა, დიდი ალბათობით, შემდეგი ვიქნებით ჩვენ

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს:

" 🇺🇦 რატომ არის უკრაინის ომი ჩვენი ომი? 

თუ პუტინი უკრაინაში ბოლომდე გავიდა, დიდი ალბათობით, შემდეგი ვიქნებით ჩვენ. 

პუტინი წაგვიყენებს ორ ულტიმატუმს (რაც პირდაპირ მონობის ტოლფასია): 

1. უარი ვთქვათ ნატოზე. 

2. გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი. 

რომც მოინდომოს ოცნებამ, ამ ულტიმატუმის შესრულებას ვერ შეძლებს, რადგან ჯერ ერთი, ქართველი ხალხის ნება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, გამოხატულია პლებისციტით და მეორეც, ხელისუფლებას არ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. 

შესაბამისად, პუტინი, რომელიც ფორმალურ მიზეზსაც არ ეძებს ომისთვის, შესაძლოა წამოვიდეს ჩვენს ქვეყანაზე… 

მას დასაკარგი აღარ აქვს. ხოლო საქართველოს რომ საფრთხე ემუქრება, ამაზე უკვე ნატოს გენ-მდივანიც ღიად საუბრობს. 

ამიტომ, ახლა, ხელისუფლება ოპოზიციას კი არ უნდა ესხმოდეს თავს, 

გამალებული უნდა ყიდულობდეს იარაღს;

ამაგრებდეს ზღუდეებს; 

ავსებდეს სასურსათო და საწვავის მარაგებს; 

ადგენდეს მოქმედების გეგმას; 

ქმნიდეს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს; 

ეძებდეს დივერსანტებს; 

ამაგრებდეს საზღვრებს; 

აწარმოებდეს რეზერვისტთა სტატისტიკას;

ესაუბრებოდეს პარტნიორებს… 

მოკლედ, თუ გვინდა რომ მშვიდობა იყო საქართველოში, ზელენსკიმ წარმატებას უნდა მიაღწიოს უკრაინაში. 

თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის. 

P.S: ვიღაცამ შესაძლოა გაიფიქროს, ოცნება ისედაც ნახევრად პრორუსულია და რაღატომ მოუნდება პუტინს აქ შემოსვლაო. ამაზე პასუხი მარტივია: 

1. მისთვის სახელებს მნიშვნელობა არ აქვს. ოცნება დღეს არის ხელისუფლებაში, ხვალ კი შეიძლება აღარ იყოს. 

2. მისთვის მნიშვნელობა აქვს იმას, სად იქმება საქართველო - რუსეთში თუ ევროპაში. 

ამიტომ არის უკრაინის ომი ჩვენი ომიც. 🇬🇪🇺🇦"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები