2 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში პრეზდინეტის მოსმენაზე უარი განაცხადა

პარლამენტის პლენარული სხდომა, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის მიზნით, 5 მარტს არ გაიმართება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტი წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტისადმი “ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეთავაზებაა აღნიშნულ ფორმატში მისი მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიმართოს. ასეთი სხდომა კი 15 მარტს ჩატარდება.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბიუროს სხდომაზე განმარტა, პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მან ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა და ჰქონდა ხალხისათვის ანგარიშის წარდგენის სურვილი. მან ხაზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გაუსვა და როგორც აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვლება სიტუაცია ყოველწამიერად, პრეზიდენტის თხოვნაა, პლენარული სხდომა 5 მარტს ჩატარდეს და თარიღი არ შეიცვალოს.

„პრეზიდენტი პარლამენტში წარადგენს არა ყოველწლიურ ანგარიშს, არამედ მოხსენებას. ჩემი წინადადებაა პატივი ვცეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, პატივი ვცეთ პრეზიდენტს, როგორც ქალ პრეზიდენტს და მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტს პარლამენტის 5 მარტს მოსვლას და მოხსენებით გამოსვლას“, - მიმართა ბიუროს წევრებს გიორგი მსხილაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები