მსოფლიო
ნიკოლოზ სააკაშვილი: მიშა მოგმართავ როგორც ექიმი და მამა, გთხოვ შეწყვიტე შიმშილობა
2021-10-08 16:48:17
მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
“სხვა საშუალება ჩემ შვილთან მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ.
მიშა!!!! მოგმართავ,როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას,რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას,მხოლოდ ავნებს.
შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა.
შემდგომი ენერგიული,შენებური,დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა.ეხლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება.
იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.გთხოვ შეწყვიტე ეს აქცია , მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის.მიიღე გადაწყვეტილება.მალე შეხვედრამდე.” – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ სააკაშვილი.
კომენტარები