2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იგორ ნარმანია - 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის - ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და შენება გავაგრძელოთ

2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის. ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და შენება გავაგრძელოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქემ საქართველოს განვითარებაზე უნდა გააკეთოს არჩევანი.

„2012 წელს მიხეილ სააკაშვილს ამერიკის ათასწლეულის კორპორაციასთან შეთანხმება ჰქონდა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში დაფინანსებულიყო, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ მოსვლისთანავე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებული პროექტი ჩაშალა, ისევე, როგორც სხვა პროექტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ამერიკელ დონორებთან შეთანხმებული ჰქონდა. 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, განვითარებულ საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და ჩვენი თანატოლები, რომლებიც ამ ქვეყნიდან წავიდნენ, თავიანთ ოჯახებში დავაბრუნოთ“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის განცხადებესაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები