0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას – სახელმწიფო დეპარტამენტი

“სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას” –  აცხადებს, ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნავს, რომ სანქციები რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს”, – აცხადებს ამერიკის ხმისთვის მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები