0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იმდენად თვალსაჩინოა განსხვავება აცრილ და აუცრელ ოჯახის წევრებს შორის, ბრიყვი უნდა იყო, ვერ დაინახო – ვიკა ბუკია პრემიერის განცხადებას ეხმიანება

ტელეჟურნალისტი ვიკა ბუკია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ვაქცინა არ მუშაობს, ძალიან ემოციური პოსტით ეხმაურება. ის და მისი ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე დღეა, კოვიდს ებრძვიან."გუშინ ძალიან გაგვიჭირდა. საერთოდ არ ვაპირებდი ამ ამბებით თქვენს შეწყენას კოვიდით დაღლილ-დაინფცირებულ გარემოში, მაგრამ ამასობაში ჩემი პრემიერი კლასიკურ ანტივაქსერად ჩამოყალიბებულა და უთქვამს, აცრა არ მუშაობსო.გუშინ მთელი ღამე ბუბის სიცხე ვერ დავუგდე. ვერაფრით. ნუროფენი-პანადოლი-სანთლები-დაზელვა. მსგავსი შემთხვევა არ მქონია. სანამ ბუბის ვეფოფინებოდით, ნინიას ჰქონდა კრუპის შეტევა. არც მინდა, ვიფიქრო, რა მოხდებოდა, ოთახში რომ არ შევსულიყავით მასთან. ნინია და ბუბის შორის დავრბოდით მთელი ღამე. ვრეკავდით სასწრაფოში და პედიატრებთან. მორიგე პედიატრმა თქვა, ბავშვებს ძალიან უხეშად უტევს ვირუსიო. რაღაც მომენტში ძალიან უძლურად ვიგრძენი თავი.4 შვილის დედას რამდენი ღამე მექნება გათენებული ჩემი სიცხიანი შვილებისთვის, ვინ მოსთვლის და ასეთი შემთხვევა არ მქონია. ოჯახის დანარჩენი წევრები აცრილები ვართ. სურდოც გვაქვს, სიცხეც და ცემინებაც, მაგრამ არ ვიხრჩობით და არც სიცხის დაწევა გვიჭირს. ერთი მთლად უსიმპტომო გვყავს. იმდენად თვალსაჩინოა განსხვავება აცრილ და აუცრელ ოჯახის წევრებს შორის (აუცრელები ბავშვები არიან), ბრიყვი უნდა იყო, ვერ დაინახო.ბატონო პრემიერო, მე მაინც მგონია, რომ მუშაობს აცრა. სულ ეს მინდოდა,  მეთქვა. კოვიდზე. აწი ხმას არ გავიღებ, რასაკვირველია. კოვიდზე არაა ეს პოსტი. პრემიერის უპასუხისმგებლო განცხადებაზეა”.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები