1 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა. 

ამასთან, როგოც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის, მათ შორის „სინოფარმის“, „სინოვაკის“მაღალი ეფექტურობა დადასტურებულია.

„ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამდენად, მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე. დღეს ქვეყანაში უკვე მობილიზებულია მილიონი დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინის. ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ თავიდან ავიცილოთ.

ასევე უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და ექნება მოსახლეობას საშუალება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია. თუმცა დღეს არსებული ყველა ვაქცინის – „სინოფარმის”, „სინოვაკის” ეფექტურობა დადასტურებულია. თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად, მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები