1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომან გოცირიძე - თუ პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს, მათ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნებათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი პარლამენტს კომისიის მიერ შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს წარუდგენს, მათ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნებათ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული დროებითი, 6-თვიანი თავმჯდომარე დაინიშნება.

„მას შემდეგ, რაც შეიქმნა კომისია და მის შემადგენლობას გავეცანით, მივხვდით, რომ პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება. შეადგინეს კომისია, რომელიც ისეთ კანდიდატს წარმოადგენდა, რომელიც იქნებოდა მიუღებელი ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. ეს კიდევ ერთი უხეში დარღვევაა შარლ მიშელის შეთანხმების. ახლა შემოგვთავაზებენ ისეთ კანდიდატებს, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს პირველი ორი მაღალი კვორუმით და იქნება დროებითი, 6-თვიანი თავმჯდომარე, ძალიან დაბალი კვორუმით მხოლოდ „ქართული ოცების“ მიერ დამტკიცებული. ახლა რომ მივმართოთ პრეზიდენტს, რომ არ წარმოადგინოს, ფორმალობა იქნება, რადგან პრეზიდენტი არის მორჩილი ადამიანი და ავტომატურად ასრულებს თავის მოვალეობას. პრეზიდენტი არაა ვალდებული მაინცდამაინც ამ კომისიის შეთავაზებული კანდიდატები წარადგინოს, მაგრამ მას არ აქვს ამის უფლება, რასაც დაავალებენ, გააკეთებს. დაავალებენ ორი მორჩილი კანდიდატის წარდგენას, შემოიტანს. ამას პარლამენტი ჩააგდებს და ეს პროცესი იქნება მორიგი განხეთქილების საგანი. ეს ადამიანები არიან პირდაპირ დანიშნულები, რომ გავლენა მოახდინოს მასზე „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები