1 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების გადახედვა - ზეგავლენა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე

საქსტატმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ისტორიული და უახლესი შეფასებები ზრდის მიმართულებით განაახლა. მართალია, განსხვავებები მკვეთრი არაა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ მოქმედებს ეს გარემოება ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

 

აღსანიშნავია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, განსაკუთრებით 2024 წლისათვის, იზრდება ეკონომიკური აქტივობის პროგნოზი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის მეტი ზრდა, შედარებით უფრო მყარ ლართან არის ასოცირებული. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები, ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასებისათვის ყოველთვის არ გამოდგება. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მხედველობაშია მისაღები ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენა.

 

მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი გაუმჯობესებულია. მცირედით, თუმცა ამავე მიმართულებით არის ცვლილება ლარის გაცვლითი კურსის კუთხით. მაგალითად, დოლარი/ლარის შემთხვევაში, ნაცვლად წლის ბოლოსთვის ადრე ნავარაუდევი დაახლოებით 2.80 ნიშნულისა, ახლა შეფასება უფრო 2.75-ისკენ იხრება.

 

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები