1 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ ციფრულ სამომხმარებლო სერვისებში Global Finance-ის 7 ჯილდო მიიღო

 

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2023 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 18 ნომინაციაში მიაღწია. Მათგან, 7 ნომინაციაში  წარმატებული ციფრული სამომხმარებლო სერვისებისთვის დაჯილდოვდა.

ნომინაციებს შორის არის: საუკეთესო სამომხმარებლო სოციალურ მედია მარკეტინგი და მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო საიტი საქართველოში და სხვა.

„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა ამ მიმართულებით 7 ნომინაციაში ჯილდოს მოპოვება. ეს ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის - ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება - შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებსა და მოლოდინებთან. ეს აღიარება ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას, რომლის შედეგადაც მომხმარებლებს მათზე მორგებულ, საუკეთესო  სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ. აღნიშნული ჯილდოები იმის დასტურიცაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. “- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები