2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში, რიგით 32-ე ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი თიბისი ჯგუფი (TBC Group PLC) იყო.

ფორუმი, სახელწოდებით “Investing in Resilience”, 16 მაისს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, ფინანსური და კორპორატიული სექტორის აღმასრულებლებმა, მეწარმეებმა, სამოქალაქო სექტორმა და მედიამ მთელი მსოფლიოდან.

ფორუმზე თიბისი ჯგუფის (TBC Group PLC) დელეგაციას ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. სადისკუსიო პანელებში მონაწილეობდნენ თიბისი ბანკი უზბეკეთისა და Payme უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Space International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ქურდიანი და თიბისი ბანკი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი თეთრაშვილი, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ციფრული პროგრესის მნიშვნელობას, უზბეკეთის ბაზრის მიმზიდველობას და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენას ფინანსურ ჩართულობაზე.  

“მოხარული ვარ, რომ თიბისი ჯგუფი, მასში შემავალ კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილია EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ბოლო 12 წლის განმავლობაში.  თიბისი ჯგუფს EBRD-თან წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, რომელიც უკვე ორ ათწლეულს ითვლის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თიბისი უზბეკეთის გაფართოებაში, რაც საშუალებას  გვაძლევს, უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, 2021 წელს თიბისი ბანკი უზბეკეთის კაპიტალის მოცულობის ზრდაში მიიღო მონაწილეობა. პირველი შენატანის სახით, თითოეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა თიბისი უზბეკეთში 9.4 მილიონ აშშ დოლარი განახორციელა. EBRD და IFC კაპიტალის მოცულობის ზრდას 2024 წლამდე გააგრძელებენ.

სამარყანდის ფორუმმა თემების ფართო სპექტრი მოიცვა, მათ შორის: უზბეკეთის საინვესტიციო პერსპექტივა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და განახლებადი ენერგიები; უკრაინასთან ომით გამოწვეული მოკლე და გრძელვადიანი გამოწვევები; დიჯიტალიზაცია განვითარებად ბაზრებზე და ფინანსური ჩართულობა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...