1 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა გრძელდება

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას.
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ინტენსიური ზეწოლა გრძელდება. საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას პირდებიან. შეტყობინების ავტორი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზვიად კუპრავა.
გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რამდენიმე თანამშრომელმა ასევე მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც თანამშრომლებს მოუწოდებენ უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თუ ცესკოს თანამშრომლები ასეთ განაცხადს გააკეთებენ, ხელშეუხებლობის პირობას მიიღებენ. თუმცა ჩვენთვის უცნობია ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, საიდანაც სატელეფონო შეტყობინება გამოიგზავნა თანამშრომლებთან. აღნიშნული ნომერი ამჟამად გამორთულია.
ამასთან, ასევე გრძელდება დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამომრჩეველთა ბარათების ფოტოები და დეზინფორმაცია, თითქოსდა ზოგიერთ მისამართზე მიიღეს გარდაცვლილი პირების სახელზე გაცემული ამომრჩეველთა ბარათები, ან ისეთი პირების ბარათები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაცია გადავამოწმეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და ვაცხადებთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...