ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა დადგენილება შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის ბრალდების შესახებ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა, პოლიციასთან თანამშრომლობას.
გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.
ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით. ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები