0 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

IRI-ის კვლევის შედეგები - მთავრობის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 34% აფასებს

 IRI-ის კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ინსტიტუციების მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირებულია. მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კითხვებს მოსახლეობამ 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა. 

მთავრობის საქმიანობას დადებითად მხოლოდ მოსახლეობის 34% აფასებს, რაც ისტორიული ანტირეკორდია. ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2003 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც მთავრობის საქმიანობას დადებითად 17% აფასებდა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, რეკორდულ მინიმუმამდე არის დაცემული პრემიერის მიმართ ნდობა. მთავრობის მეთაურის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 34% აფასებს. ეს კვლევების ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 43% აფასებს. მაშინ როცა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველივე კვლევაში მარგველაშვილს 64% ჰქონდა.

IRI-ის კვლევის მიხედვით, დაეცა პოლიციის რეიტინგი. გამოკითხულთა მხოლოდ 50% აფასებს დადებითად პოლიციის საქმიანობას.

2012 წელთან შედარებით, თითქმის, 10%-ით დაეცა ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობა. თუ 2012 წლის ივლისში ეკლესიის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 94% აფასებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 84%-მდეა შემცირებული.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები