1 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

“ნაცები ბრუნდებიან, ომში ვართ!” – ხმაურიანი ჩანაწერები TV “იმედიდან

სკანდალური ჩანაწერები ტელეკომპანია იმედიდან, რომლსაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს

ჩანაწერი, რომლის მთავარი ფიგურანტი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილია, რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს და “იმედის” ჰოლდინგში შემავალი, ტელეკომპანია “მაესტროს” ერთი-ერთი გადაცემის განხილვას ეხება;

ნიკა ლალიაშვილი უკმაყოფილოა გადაცემის შინაარსით, ის ჟურნალისტებს დაბალანსებულ გაშუქებას უწუნებს  და ამბობს, რომ ახლა იმედი ომშია და იქ მომუშავე ჟურნალისტები ჯარისკაცები არიან, რომლებმაც უნდა იბძოლონ მთავარი არხის, ნიკა გვრამიას და ნაციონალური მოძრობის წინააღმდეგ, ხოლო ვინც ამ ომზე უარს ამბობს, დეზერტირია.

ლალიაშვილი არწმუნებს ჟურნალისტებს, რომ ჩვენ, “მთავარი არხი” ვართ მათი ნომერ პირველი მტერი, რომ ახლა საარჩევნო წელია და ნაციონალები ბრუნდებიან ხელისუფლებაში, რომ ეს “იმედმა” არ უნდა დაუშვას.

„ჰოდა ეხლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში,“ „არ შეიძლება, შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ “იმედი” ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ, „მე არ ვომობ“, ეგ არის დეზერტირობა, მაგას ქვია დეზერტირობა“, – ამბობს ლალიაშვილი ჩანაწერში.

 ნიკა ლალიაშვილის ეს ჩანაწერები ახლა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფიციალურ ვებ გვერდზე დევს და სწორედ ამ ჩანაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ ნიკა ლალიაშვილმა დაარღვია ქარტიის მეორე მუხლი, რომლის მიხედვითაც “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

აღსანიშნავია, რომ თავად ნიკოლოზ ლალიაშვილი საბჭოს სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარუდგენია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები