2 3 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე

" ქართული დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან დიდი მიღწევებითა და ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ქართული კინოს განვითარების პერსპექტივებსა და პოპულარიზაციას.

 

ქართული კინო კიდევ ერთხელ გასცდა ქვეყნის ფარგლებს და კანის საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეულად წარსდგა.

 

აღსანიშნავია, რომ ქართული კინოს განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შემდგენლებთან, პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.

 

მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმა პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს, რაც მეტ ქართულ ფილმს გაუხსნის ფართო და წარმატებულ გზას  საერთაშორისო კინოინდუსტრიაში.  

 

ინფორმაციისთვის: 14-25 მაისს ქ. კანში მიმდინარე 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონი გაიხსნა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილმა საქართველოს პავილიონმა წარმოაჩინა ქართული კინოს უმდიდრესი მემკვიდრეობა, წარადგინა ახალი პროექტები, პოპულარიზაცია გაუწია საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, „მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება 19 და 20 მაისს ფილმ-მარკეტისთვის განკუთვნილ დარბაზებში გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები და გაყიდვების აგენტები. 

 

ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია", - წერს გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს კინოცენტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები