1 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

“მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები ჯარისკაცები, სპეცსამსახურები ანუ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 560 ლარი იყო პენსიის მაქსიმალური ზღვარი და 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. გვინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც, ეტაპობრივად, ყოველ წელს, გვინდა, შემოსავლის მიხედვით, გაიზარდოს.

ასევე, გვინდა მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი. ჩვენ 1200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას ამ ოჯახებს, დიდება ჩვენს გმირებს! ასევე, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია. ჯამურად ეს დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს”, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები