2 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა გაუშვეს.

მანამდე „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებდა, თუ ისრაელი უსაფრთხოების ძალებს იერუსალიმიდან არ გაიყვანდა.

დღეს იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ისრაელის პოლიციას ტაძრის მთის ტერიტორიაზე შესვლა და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები