1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანმო-ს ხელმძღვანელი - უარესი ჯერ კიდევ წინ არის - ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეპიდემიის დასრულებასთან ახლოსაც კი არ ვართ

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება. ჩემი მთავარი გზავნილია: ტესტი, კონტაქტების კვლევა, იზოლირება და კარანტინი, გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს,“ - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 მისივე თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

 „ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ ის დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის,“ - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები