1 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში სამხედრო აღლუმის რეპეტიციაზე კორონავირუსით 376 ადამიანი დაინფიცირდა

მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციაზე კორონავირუსით 376 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებების პორტალზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორთა მტკიცებით, ინფიცირებულებს შორის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, ვინაიდან გამოძიების ავტორებმა მხოლოდ რეპეტიციაში მონაწილე 6 სასწავლებლის კურსანტები გამოკითხეს, სულ კი აღლუმის რეპეტიციაში 40-ზე მეტი სამხედრო სასწავლებელი მონაწილეობდა.

აღლუმის რეპეტიცია მარტსა და აპრილში მოსკოვის ოლქის სოფელ ალაბინოში მიმდინარეობდა, მაშინ როდესაც მოსკოვსა და მთელ მოსკოვის ოლქში უკვე კარანტინი იყო გამოცხადებული. ამასთან ერთად, აღლუმის რეპეტიციის მონაწილეთა დიდ ნაწილს პირბადეები არ ჰქონდა, ინფიცირებულების იზოლირება კი დაგვიანებით ხდებოდა.

16 აპრილს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 9 მაისის ნაცვლად სხვა დროს ჩატარდება. 9 მაისს წითელ მოედანზე მხოლოდ ავიაშოუ ჩატარდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები