2 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

როგორი იქნება iPhone 8 ? - ახალი დეტალები ტელეფონის ფუნქციების შესახებ

რამდენიმე თგვის წინ ინტერნეტში iPhone 8-ს ფოტოები გავრცელდა. აშშ-ის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ბიურომ აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც Apple-ის "თხევადი ლითონის" (Liquidmetal) გამოყენების გეგმებია აღწერილი.

  ტაივანური კომპანია Wistron-ის დირექტორმა რობერტ ჰვანგმა, რომელიც ინდოეთში iPhone-ს აწარმოებს, iPhone 8-ის ფუნქციების შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა. ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს.

ჰვანგის განცხადებით, iPhone 8-ს, ისევე როგორც მის წინამორბედს, წყალგაუმტარი კორპუსი ექნება. ის, ასევე აღჭურვილი იქნება უსადენო დამუხტვის პრინციპით.

"iPhone 8 დიდად განსხვავებული არ იქნება iPhon 7-ისგან, თუმცა ისეთი ფუნქციები, როგორიც არის წყალგაუმტარობა და უსადენო დამუხტვა, დამატებით, რამდენიმე ტესტს საჭიროებს", - აცხადებს ჰვანგი.


შეგახსენებთ, რომ ახალი iPhone 8-ის პრეზენტაცია 2017 წლის შემოდგომას არის დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები