2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “ოცნებას” ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია ”ქართულ ოცნებას”, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

”ამისი მიზეზი ძალიან მოკლედ რომ გითრათ  გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რაზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდსში არ არის საკმარისი იმისათვის რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკურია და გადაწყვიტეს რომ ამის გახმოვანებისთვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შეიძლება გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით… გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა”, – თქვა მდინარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები