2 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შეიძლება მე მოვითმინო, მაგრამ რიგით მოქალაქეს ამას ვერ მოთხოვ – კალაძე ჟურნალისტებზე ძალადობაზე

“შეიძლება მე მოვითმინო, მაგრამ რიგით მოქალაქეს ამას ვერ მოთხოვ “- ასე ეხმაურება, თბილისის მერი კახა კალაძე, დღეს TV პირველის ჟურნალიტზე და ოპერატორზე თავდასხმას.

“როდესაც მიკროფონი გიჭირავს ხელში არ ნიშნავს იმას, რომ რესპონდენტს შეურაცხყოფა მიაყენო, არ ნიშნავს იმას, რომ რესპონდენტზე იძალადო. თქვენ როდესაც რესპონდენტი გეუბნებათ, რომ არ მაქვს თქვენთან კომუნიკაციის სურვილი, თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? გაკიდება, მიკროფონის პირში ჩათხრა, მანქანაში შევარდნა, ოჯახებში შევარდნა. თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება?
არ არის ეს მოსაწონი დამიჯერეთ, ეს ყველას ავნებს…რაღაცები შეიძლება მე მოვითმინო იმიტომ, რომ საჯარო მოხელე ვარ, მაქვს რაღაც ვალდებულება, მაგრამ რიგით მოქალაქეს ამას ვერ მოთხოვ.” ამბობს მერი კალაძე

ცნობისთვის, დღეს მოძალადეები ჟურნალისტებს დღესაც დაესხნენ თავს, დოლიძის ქუჩაზე, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები