2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ - მიხეილ სარჯველაძე გვარამიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს ამაზე ფართო წრეს სასჯელებისას, თუმცა, ვიდრე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ვნახავ, გამიჭირდება თქმა, რატომ განსაზღვრა სასამართლომ ეს სასჯელი, თუმცა, ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზიანის მოცულობა და ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს მკაცრი სასჯელის არჩევას. რა უნდა გააკეთოს სასამართლომ, გასაგებია, პოლიტიკურად აქტიურ პირზეა საუბარი, მაგრამ ჩადენილია დანაშაული. იმის გამო, რომ სადღაც ვინმე ნეგატიურად შეიძლება იყოს განწყობილი სასამართლოს მიმართ, ამის გამო უნდა გაჩერდეს მართლმსაჯულება პირების მიმართ, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი?! ეს ხომ მართებული არ იქნება. ეს დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება სასამართლოსთვის, რომ მართლმსაჯულება აღასრულოს..

ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი დანაშაულებს ჩადიოდნენ,"- გამაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები