1 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩვენთან ყველა საწოლი დაკავებულია, გაწერილი პაციენტების ადგილებს ახლები იკავებენ – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში თითქმის ყველა საწოლი დაკავებულია, მაგრამ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ. ამასთან, მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ვირუსის მესამე ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა და ინფექციური საავადმყოფო მზადაა.

“მესამე ტალღა უკვე დაწყებულია უკვე, ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი კლინიკაც უკვე მზად არის ამ საქმიანობისთვის. იმისდა მიხედვით, როგორი იქნება მატება, საწოლფონდიც შესაბამისად იქნება ალბათ მობილიზებული. ამ ეტაპზე ჩვენთან ყოველი საწოლი ყოველდღე დაკავებულია, უბრალოდ “ტრიაჟი” ხდება, რაც ნიშნავს, რომ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ და ეს მუდმივი პროცესია”, – განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები