1 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნაცვლად, შეცდომით „თბილისი ენერჯის“ ნომერია მითითებული

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული. კერძოდ, ბანერებზე, რომლებიც ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დამზადდა და დედაქალაქში გარე რეკლამების სახით გამოჩნდა, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომრად არა 144, არამედ 114-ია მითითებული, რაც თავის მხრივ, „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია.

ბანერების მიზანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების დაინტერესებაა. ბანერის ძირითადი სლოგანი სწორედ ისაა, რომ „ვაქცინა გვიცავს“.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ბანერები უახლოეს მომავალში გამოიცვლება.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები