2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზანგურმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს თეატრი, სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, რუსთაველის თეატრის სკანდალს ეხმაურება. წულუკიანის თქმით, კარგია, ის, რომ ნინუცა მაყაშვილმა შესაძლო ძალადობაზე ისაუბრა. 

მან მსახიობს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

"ძალიან კარგია რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბრა, ეს უნდა იყოს მაგალითი სხვებისთვის"- ამბობს წულუკიანი.

"ძალადობაზე საუბარი არასდროსაა გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არათუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად"- თქვა მინისტრმა. 

რაც შეეხება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და მის პოზიციას, კულტურის მინისტრი ამბობს, რომ "სტურუა ქართულ თეატრს სჭირდება". 

წულუკიანმა თქვა, რომ სტურუას გათავისუფლებას არ აპირებს. 

"ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, მისი გათავისუფლება არ იგეგმება, ასევე, გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ალბათ დამეთანხმებით, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს"- თქვა თეა წულუკიანმა. 

რაც შეეხება ძალადობაში მხილებულ ბესო ზანგურს, მისი თქმით, კარგი იქნება თუ მსახიობი სასწრაფოდ დატოვებს თეატრს. 

ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ერთმა მახარემ, არამედ მოერე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის ამასობაში, დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს", - თქვა თეა წულუკიანმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები