1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების პირობები 150 თანამშრომლის შემთხვევაში იცვლება.

ცვლილების მიხედვით, თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებაზე გადავლენ. ახალ პირობებზე დასათანხმებლად ვადა ხვალ იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 150-ვე თანამშრომელი სამსახურს დატოვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური პერსონალი აცხადებს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ცვლიან მათთან შეთანხმებას.

თანამშრომლების თქმით, ადმინისტრაციის შეთავაზებაზე დათანხმებას არ გეგმავენ.

აქციაზე იმყოფებიან ასევე პროფკავშირების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა ცენტრის წევრები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები