0 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბესო ზანგურის ემოციური წერილი დედას:"ბიჭებო, ნუ გრცხვენიათ დედებს სიყვარული აუხსნათ"

მსახიობი ბესო ზანგური დედას ემოციურ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ჩამოვედი და ჩემმა ტკბილმა და ერთადერთმა დარჩენილმა ნუგეშმა, დედამ სიურპრიზი დამახვედრა: სტომა ამოღებული, ზონდი მოღებული. წყლის ბოთლი აიღო და დალია... რომ მცოდნოდა აქამდე, ასე მიყვარდა, ხომ ყოველდღე ასჯერ დღეში ავუხსნიდი სიყვარულს... ორ დღეში ჩემი ძმა მიფრინავს და მარტო შევუდგები მის მოვლას... არც არავინ გვჭირდება ჩვენ... ვიქნებით ორნი და ყველაფერს ერთად გადავლახავთ, ერთად გადავიტანთ... ბევრს ვიცინებთ ერთად და ბევრს ვიღადავებთ მარტოობასა და ავადმყოფობაზე.


ბიჭებო, ნუ გრცხვენიათ დედებს სიყვარული აუხსნათ, ისე მტანჯავს ისე, რომ სულ არასოდეს ვეფერებოდი... არც ვიკარებდი, ღამე რომ მომისვამდა ბეჭებზე ხელს ბუზღუნით ვიშორებდი... როდის მოვა ის დღე, რომ ჩაძინებულს საბანი დამაფაროს და ტკბილი ხმა ჩამესმას: "ბესო, ჩემო სიცოცხლე,ოღონდ შენს სახეზე სევდა აღარ დავინახო..."


როგორ განიცდიდა ჩემს მძიმე ხასიათს ჩემი პატრონი... წევს და მიყურებს სევდიანი თვალებით. ხვდება, რაც ხდება ჩემს გულში, ჩემს ფიქრში... ხელს მომიჭერს და ევსება ცრემლებით თვალები...


"დედა, არ ინერვიულო..."- ვეტყვი და გაეღიმება... ჩვენ უსიტყვოთ გვესმის ის, რასაც ზოგი ახსნას ანდომებს❗️ დე, დედა, დედიკო... ამხელა ვარ, 28 აგვისტოს 36 წლის ვხდები და პირველად ვგრძნობ, რა არის უპატრონობა... დედა, დე, დედი... ჩემი სევდა მხოლოდ შენ ხარ და ტკივილის მიზეზიც...დედა, დედიკო...დეე... მე ხომ შენი პირველი მფარველი ანგელოზი ვარ... კარი შემოვაღე და არ გამოხვედი ოთახიდნ გახარებული... შენ წევხარ და მე მოვედი... შენ ვერ დამხვდი ისე, როგორც მხვდებოდი ხოლმე... დე..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები