2 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მე ისევ მოვალ, მხოლოდ არავის არ გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი”….

ჩამოტვირთვა

„ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე, ალბათ, ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, ისტორიას რჩებიან, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია.” ამ ადამიანმა ეს შეძლო, მან „იმეფა“ და 2006 წლის 25 თებერვალს მშვიდი ცურვით შევიდა უკვდავებაში... პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე... არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს, ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს, მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს, მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის, მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს, ფურცელი ვარ ცნობის და აღარ ვკარგავ წამს.... დიახ ეს ირაკლი ჩარკვიანია. მისი სახელი ბევრისთვის უფრო მუსიკასთან ასოცირდება. თუმცა ხელოვნებაში მისი პირველი ნაბიჯები ლიტერატურასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ირაკლი რეაქტიული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ეს გაერთიანება კი საბჭოური მწერლობის ინერციის რღვევის პიონერთაგანია 90-იანი წლების დასაწყისში. ირაკლის პოეზია საინტერესო ფენომენია – ბგერწერითა თუ უცნაური სინტაქსით. იგივე ითქმის პროზაზეც – მისი რომანი „მშვიდი ცურვა“ უკანასკნელი დროის სამამულო ბესტსელერია. თოვლიან ქართა დევნით დაღლილი, გადაუქროლებს ჩემ ქანდაკებას მერცხალთა გუნდი, მე ისევ მოვალ, მხოლოდ არავის არ გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი. ირაკლი ჩარკვიანი 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა. მისი მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს დაიწყო, ჯგუფ არიშთან ერთად, შემდეგ კი მოღვაწეობა ჯგუფ ტაქსისთან გააგრძელა. ირაკლი წერდა იმას, რასაც მღეროდა და მღეროდა იმას, რასაც წერდა... პირველი ლექსები და მოთხრობები დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, მოგვიანებით, გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობების კრებული,, ძველი სათამაშოები''. 1998 წელს ირაკლის რომანის ,,წყნარი ცურვის” ფრაგმენტები დაიბეჭდა ლიტერატურულ პრესაში, თუმცა წიგნი სრული ვერსიითა და შეცვლილი სათაურით,_,,მშვიდი ცურვა'', გამოიცა 2006 წელს. ეს ავტორომანი მაშინ გამოვიდა, როცა ირაკლის მუსიკალური შესაძლებლობებით აღფრთოვანებული საზოგადოება, ძირითადად კი ახალგაზრდობა, მის სიმღერებს ღიღინებდა. სწორედ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია. „მე გავხდი მეფე ერთ თბილ საღამოს როცა არ თოვდა არც წვიმდა , უბრალოდ ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი დღე იყო და მეტი არაფერი..“ ეს იყო პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ხელოვნებაში და კერძოდ მუსიკაში.. ირაკლი ჩარკვიანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომანტიკოსი იყო, რომელმაც სექსი და სიყვარული ცამდე აიყვანა.. ირაკლის მოღვაწეობა მოუწია „დროში“, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა, ჯერ მორალურად კლავდა, შემდეგ კი ფიზიკურად. თავის მხრივ, დრომაც იცოდა, რომ დადგებოდა წამი და პოეტ ირაკლი ჩარკვიანის სხეული არსებობას შეწყვეტდა. დრო გააკეთებდა თავის საქმეს, მაგრამ გამარჯვებას ვერ იზეიმებდა, რადგან ირაკლიმ დანაპირები შეასრულა - მან გადაცურა ზღვა და ახლაც მშვიდი ცურვით მიუყვება უნაპირო ოკეანეებს. "ინტენსიურად როკვარსკვლავი ვხდებოდი და როგორც ამბობენ, საკმაოდ კარგად გავართვი თავი ამ საქმეს. ჩემი პატარა ქვეყნისთვის საკმარისი რაოდენობის ჰიტი დავწერე და ლოგიკური იქნებოდა აღმავლობის პიკზე ტრაგიკულად გავცლოდი აქაურობას ''- მართლაც ასე მოხდა.... ირაკლი ჩარკვიანი 2006 წლის 25 თებერვალს მართლაც გაშორდა აქაურობას ... “ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ქვია.” “მე ყოველთვის აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები