0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ და EBRD-მა 20 მილიონი აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკმა (EBRD) ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე 20 მილიონი აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს.  აღნიშნული ფინანსური რესურსი არის EBRD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამით  და ის ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (“MSME”) მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოში ვიზიტად მყოფმა  EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. ტრანზაქცია მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების დაფინანსებას, რათა მათ გააუმჯობესონ  თავინათი პროდუქტები და სერვისები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და ამით გააძლიერონ კონკურენტუნარიანობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. პროგრამა ასევე აერთიანებს, უფასო ტექნიკურ დახმარებას და საგრანტო კომპონენტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, EBRD-თან, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამის ფარგლებში. უკვე ორ ათწლეულზე მეტია, წარმატებით ვთანამშრომლობთ EBRD-თან და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობა მოგვცა. მოზიდული ფინანსური რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის, რადგან ის ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭროს სივრცის (“DCFTA”) ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობებით.  გარდა ამისა, ადგილობრივ ვალუტაში  დაფინანსების უზრუნველყოფა, ხელს შეუწყობს ქართული MSME-ების განვითარებას სავალუტო რისკის წარმოქმნის გარეშე. აღნიშნული საკრედიტო ხაზი დადასტურდა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაფინანსების ინსტრუმენტი, ამიტომ გვინდა მადლობა გადავუხადოთ EBRD-ს და ევროკავშირს თიბისისთვის ამ მეტად საჭირო ფინანსური რესურსისთვის“ - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

EBRD ის შესახებ:

EBRD არის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოში. თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან, 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღნიშნული ინვესტიციების 81 პროცენტი კი, კერძო სექტორშია განხორციელებული.

ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირი, EU4Business პროგრამის მეშვეობით, 2009 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში მოქმედ კომპანიებს. ევროკავშირი ამაყობს, რომ არის კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოელი მხარდამჭერი საქართველოში, 50 აქტიური პროექტითა და 320 მლნ. ევროზე მეტი ბიუჯეტით. ამ ძალისხმევის შედეგად: მხოლოდ 2021 წელს საქართველოში 34 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც დაახლოებით 15000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მიღებულ იქნა დაახლოებით 120 მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...