1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 წლის გოგომ მოახერხა გაპარვა, თუმცა დედამ და ბიძამ ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს - პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, 14 წლის  აითაჯ შახმაროვამ, ქორწინების იძულების მიზნით გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა და დედას ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა დედამაც და ბიძამაც გამტაცებელთან დააბრუნეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.

აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მოკლული გოგონას დედას ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდებულია ბიძაც, რომელიც პოლიციამ დააკავა, დედის დაპატიმრების შუამდგომლობა კი რუსთავის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები