0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სკუტერი დღეში ერთი საათით რომ გამოიყენო, 22 ლარი ჯდება..ანუ თვეში 660 ლარი და სარაგოსაში ერთი თვე ულიმიტოდ 9 ევრო ღირდა”

ბლოგერი, ზურაბ ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 

"კალაძემ რომ დღეს სკუტერების გაზიარების სერვისის პრეზენტაცია გამართა, ხომ ნახეთ?

 

გამიხარდა. ჯერ ერთი ძაან მომწონს, მეორეც, ევროპულ ქალაქებში სერიოზულ შედეგებს დებს ეს სერვისი მანქანებისგან ქუჩების განტვირთვის კუთხით.

 

კორონას ეპოქამდე ესპანეთში გახლდით და რამდენიმე დღე სარაგოსაში ვცხოვრობდი. სულ ამით გადაადგილდებოდნენ. მერიაში აიღებდი ბარათს, 8 თუ 9 ევრო ღირდა და მერე მთელი თვე იყენებდი ულიმიტოდ. მართლა სულ ამით დახრიგინობდნენ, შედეგად მე იქ საცობი არ მინახავს. 

 

იცით რა ღირს თბილისური სკუტერების დაქირავება?

 

სტარტი ერთი ლარი და მერე ერთი წუთი 35 თეთრი. წარდგენაში ეს არავის უთქვამს, უბრალოდ აპლიკაცია ჩამოვწერე, რადგან გამიხარდა, რა კაია მეთქი. და იქ ვნახე.

 

ანუ, ულიმიტოდ კი არა, დღეში ერთი საათით რომ გამოიყენო, 22 ლარი ჯდება.

 

22 ლარი. სკუტერი. ერთი საათი. ტაქსის პრემიუმ პაკეტის ფასზე ძვირი. 

 

ანუ თვეში ყოველ დღე ერთი საათით რომ ისარგებლო 660 ლარი ღირს 🤣

 

სარაგოსაში 9 ევრო ღირდა. თვე. ულიმიტოდ. 

 

რატომ? ალბათ იმათზე მდიდრები ვართ, მე სხვა ახსნა არ მაქვს!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები