2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გამიზნული პროვოკაცია - ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებებს უჩა მამაცაშვილი პასუხობს

ტელეკომპანია იბერიას და ომეგა ჯგუფის ბრალდებებს უჩა მამაცაშვილი პასუხობს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას „განსაკუთრებული გავლენები“ არ აქვს და ომეგა ჯგუფი ცდილობს სარგებლის ნახვას.

უჩა მამაცაშვილის თქმით, ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაცია ხორციელდება.

მამაცაშვილი საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ლეგენდები ჩემი, ე.წ. "განსაკუთრებული გავლენების" შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ. გამონაკლისი არც ომეგა ჯგუფის ირგვლივ ამ ბოლო დროს მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს. შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს,“ - აღნიშნულია  უჩა მამაცაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები