2 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

„წელს განსაკუთრებით მძიმე ვირუსებია გავრცელებული“ - როგორ უნდა დავიცვათ პატარები სეზონური ინფექციებისაგან?


წელს, ისე, როგორც არასდროს, განსაკუთრებით მძიმე სეზონური ინფექციებია გავრცელებული და ეს ყველაზე მეტად ბავშვებს აყენებს ზიანს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი იმუნური სისტემა ზედმეტად ფაქიზია იმისთვის, რათა შეებრძოლოს სხვადასხვა ვირუსს.

დღითი დღე იმატებს მშობლების მიმართვიანობა პედიატრებთან და ჩივილები, რომლებიც სხვადასხვა სიმპტომატიკისაა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ერთი და იგივე ვირუსები სხვადასხვა სირთულით გადააქვთ, საბოლოო ჯამში კი აუცილებელია მისი აღმოჩენისთანავე გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა მოსალოდნელი გართულებები თავიდან იქნას აცილებული. რა ასაკის ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის მატარებლები, როგორია პირველი სიმპტომები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს - ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა შარია:

როგორ შეიძლება გავრცელებული ვირუსებისგან დავიცვათ ბავშვები და რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?

- პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ პატარებს იმ ადამიანებთან, რომლებიც ვირუსის მატარებლები არიან, ვეცადოთ მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ასევე აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა. თუ ბავშვი ვირუსითაა დაავადებული და ოჯახში კიდევ არიან პატარები, მაშინ აუცილებელია მათი იზოლირება, რათა გავრცელების საშიშროება შემცირდეს.

რა ასაკის ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის მატარებლები?

- ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლასა და ბაღში ან ფართო საზოგადოებრივ წრესთან აქვთ შეხება, ისინი უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ, ამიტომ მაქსიმალური კონტროლია საჭირო. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო მშობლებს, რომ არ მიიყვანონ ბავშვთა დაწესებულებებში ვირუსით დაავადებული ბავშვები.

წელს რა სიმტომებით არის უფრო მეტად მომართვიანობა და რომელი ვირუსებია უფრო გავრცელებული?

- წელს განსაკუთრებით მძიმე ვირუსებია გავრცელებული. იწყება მინიმალური კატარალური სიმპტომატიკით და სრულდება ბრონქიტითა და ფილტვების ანთებით.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

- პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რათა მოსალოდნელი გართულება ავიცილოთ თავიდან. დაგვიანებული ვიზიტი კიდევ უფრო აჭიანურებს მკურნალობის პროცესს, ამ დროს ბავშვიც მეტად ზარალდება ფინანსურადაც უფრო მეტი ხარჯის გაღება გიწევთ, არასდროს მიმართოთ თვითმკურნალობას. ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს პედიატრიული კაბინეტი, სადაც შესაძლებელია შესაბამისი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღება.

რას ურჩევდით მშობლებს?

- ახალშობილებში ძუძუთი კვება ყველაზე კარგი საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად, მოზრდილი ასაკის ბავშვების კვების რაციონი უნდა დაიტვირთოს დიდი რაოდენობის სითხით, ბოსტნეულითა და ხილით, აუცილებელია ხშირი განიავება და სეირნობა სუფთა ჰაერზე, თუმცა არა ხალხმრავალ ადგილებში. დაიცავით პატარები სეზონური ინფექციებისაგან!

კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი"

ტელ: 277 19 06; 277 19 07

მის: წინანდლის 9/20

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

https://www.facebook.com/hhealthhouse/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები