1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თქვენ ხართ იდიოტები, ვერ ხვდებით, რომ ხვალ გაგითიშავენ მაუწყებლობას იმიტომ, რომ რაღაც სიტყვა არ მოეწონებათ"- იაგო ხვიჩია

“მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია.

პარლამენტმა კანონის პროექტი საბოლოო - მესამე მოსმენით 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

ფაქტს დეპუტატი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა და ქართული მედიის მისამართით კომენტარი გააკეთა.

"თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედიავ, იქიდან გამომდინარე რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ, მეკითხებით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, ვერ ხვდებით, რომ ხვალ გაგითიშავენ მაუწყებლობას იმიტომ, რომ რაღაც სიტყვა არ მოეწონებათ" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "ოცნებასთან" კამათისას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები