0 7 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

73 წლის მანძილზე 122 ქალთან გაყოფილი სარეცელი

ჩამოტვირთვა

“ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავად ანტიქრისტე მოვნათლე” – წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი სახელად ჯაკომო. უცნობია, პატარა ბიჭი, რომელიც თითქმის არასდროს ტიროდა, რის გამო შეადარა პასტორმა ანტიქრისტეს. შეიძლება გულმა უგრძნო, რომ ვინც მასთან საქმეს დაიჭერდა, კარგი დღე არ ელოდა. დიახ ეს ყველასათვის ცნობილი ჯაკომო კაზანოვაა 73 წლის მანძილზე 122 ქალთან გაყოფილი სარეცელი, რომელთა შორის იყვნენ წარჩინებული მანდილოსნები, მსახიობები, მოცეკვავეები, მოსამსახურეები, კურტიზანები, ბერძენი მონები, 5 და და მათი დედა, ტრანსვესტიტი, ნიმფომანიაკები, მონაზვნები და ბებერი კუზიანი ქალი, რომელთანაც იმიტომ დაამყარა კავშირი, რომ ამ უკანასკნელს გახდის არ შერცხვა. ქალები ჭკუას კარგავდნენ მასზე, ცოლიანი კაცები ეჭვიანობდნენ, უცოლოები კი მის ადგილზე ყოფნას ნატრობდნენ. მიღებული სტუმარი იყო ევროპის სამეფო გვარის ოჯახებში, პირადად იცნობდა რამდენიმე პაპსა და კარდინალს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ხელოვანებთან: ვოლტერთან, გოეთესთან, მოცარტთან. ფიქციური პერსონაჟის, დონ ჟუანისგან განსხვავებით, კაზანოვა მოძალადე არ ყოფილა. მისი “მსხვერპლების” უმეტესობას ის უყვარდა და განშორებაც უმტკივნეულოდ ხდებოდა, არცერთი მისი ქალი არ დარჩენილა ნაწყენი. ჯაკომოს დაბადებიდან მალევე მისი მშობლები ლონდონში გაემგზავრნენ, ბავშვი კი ბებიამისს დაუტოვეს. ამან უარყოფითი მოგონებები დაუტოვა მას, მოგვიანებით დღიურში წერდა, რომ მშობლები ყოველთვის მის მოცილებას ცდილობდნენ, თითქოს ზედმეტი ნივთი ყოფილიყოს. პირველად სექსი 11 წლის ასაკში ჰქონდა. 12 წლისამ პადუას უნივერსიტეტში ჩააბარა, 17 წლისას კი უკვე სამართლის დარგში ხარისხი ჰქონდა. ამის შემდეგ სემინარიაში განაგრძო სწავლა, საიდანაც მალე გარიცხეს ამორალური ქცევის გამო. სასმელმა და ქალებთან არშიყმა, ასევე აზარტულმა თამაშებმა მისი კარიერა დაღუპა და ნათესავებსაც მოუკლა იმედი, რომ ჯაკომო ოდესმე მღვდელი გახდებოდა. სიმაღლეში 1 მ და 75 სმ სიმაღლის კაზანოვას სექსუალური თავგადასავლები უყვარდა, თუმცა ორგიებს არასდროს ეტანებოდა. თავის საყვარლებს ყოველთვის აფრთხილებდა, რომ მათ მიმართ სერიოზული გრძნობა არ გააჩნდა და მხოლოდ სექსუალური ლტოლვა აკავშირებდა, ამიტომ ჯობდა ოცნების კოშკები არ აეგოთ. მისი ძირითადი სამიზნეები იყვნენ მომხიბვლელი ქვრივები ან შინაბერები, რომელთაც უკვე დაკარგული ჰქონდათ იმედი ცხოვრების პარტნიორის პოვნისა. მისი რომანები იშვიათად გრძელდებოდა ერთ თვეზე მეტხანს. 24 წლის ასაკში ჯაკომოს გარყვნილი გული შეუთრთოლდა: მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალგაზრდა, ლამაზი, განათლებული და კარგად აღზრდილი ფრანგი გოგონა ჰენრიეტა, რომლის შესახებაც მოგვიანებით მემუარებში წერდა: “ვისაც ჰგონია, რომ სრული ბედნიერებისთვის ქალი საკმარისი არაა, მას ჰენრიეტა არ უნახავს.” მალე ჰენრიეტას მასთან განშორება და ოჯახთან დაბრუნება მოუწია. ჯაკომო ამ პერიოდს აღწერს, როგორც ყველაზე სევდიანს მის ცხოვრებაში. “რა არის სიყვარული? ეს განუკურნებელი სენი და უკვდავი მონსტრია.” 1755 წელს, 30 წლის ასაკში დააპატიმრეს. ინკვიზიციამ ის ჯადოქრად გამოაცხადა და 5 წლით დაატუსაღა. თუმცა იქიდან თავის დაღწევა მოახერხა მეგობარი მღვდლის წყალობით და 1757 წელს პარიზში გაიქცა. პარიზში ყოფნისას დაუახლოვდა მეფე ლუი XV-ს, ფილოსოფოს ჟან-ჟაკ რუსოსა და მადამ დე პომპადურს. კაზანოვა გარეგნულად ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა, არც უზღვავი სექსუალური ენერგია ჰქონდა. მისი იარაღი იყო სექსუალური ალტრუიზმი, რაც იმდროინდელ მამაკაცებზე ათი თავით მაღლა აყენებდა. მაგალითად ერთხელ ის შეხვდა ქალს, რომელსაც ანორგაზმია სჭირდა. ჯაკომო მთელი 12 საათის განმავლობაში ეფერებოდა სხეულზე და ეალერსებოდა, რის შემდეგაც ქალი ჯერ აღეგზნო, შემდეგ კი ორგაზმიც განიცადა, რომელიც მის ცხოვრებაში ბოლო აღმოჩნდა. მადლიერმა საყვარელმა მას თავისი ქონების ნახევარი დაუნანებლად გადაულოცა. დიდი მიწების მფლობელი ქვრივი ბარბარა დურფი კი ისე აღაფრთოვანა ჯაკომოს ორალურმა ხელოვნებამ, რომ მზად იყო, ყოველ ასეთ აქტში ოქროს მონეტები ეხადა. კაზანოვა ასევე ფლობდა კულინარიულ ხელოვნებას, მიირთმევდა ხამანწკებს, რათა პოტენცია მწყობრში ჰქონოდა. ის ყოველთვის მიმართავდა უსაფრთხო სექსს. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რეგულარულად იყენებდა კონდომს, ზოგჯერ თავის დაზღვევის მიზნით, ორს ერთად. ამგვარად ამცირებდა რისკს პარტნიორის დაორსულებისა და საკუთარი თავის ვენერიული სენით დაავადებისა, რაც იმ პერიოდში საკმაოდ გავრცელებული იყო. ამ ყველაფერმა ჯაკომო აქცია წარმატებულ მექალთანედ. კაზანოვამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ჩეხეთში, ბოჰემიის რეგიონში, სადაც ბიბლიოთეკარად მუშაობდა. აქვე დაწერა 12 ტომიანი მემუარები “ჩემი ცხოვრების ისტორია”, რომელიც იმ პერიოდის ამსახველ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტად ითვლება. თავდაპირველად კაზანოვას მისი განადგურება სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და თავის დისშვილს, კარლო ანჯიოლინის აჩუქა. ჯაკომო კაზანოვა 1798 წლის 4 ივნისს გარდაიცვალა. ამ პერიოდში საყვარლებად 22 წლის მონაზონი და 44 წლის გერმანელი მწერალი და პოეტი ელისა ვონ დერ რეკი ჰყავდა. ჯაკომოს ბოლო სიტყვები იყო: “ვიცხოვრე როგორც ფილოსოფოსმა და ვკვდები, როგორც ქრისტიანი!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები