1 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გყვარებიათ ისე, რომ ამ სიყვარულისთვის ჯოჯოხეთშიც ჩასულხართ?“

ჩამოტვირთვა

„გყვარებიათ ისე რომ ამ სიყვარულისთვის ჯოჯოხეთსიც ჩასულხართ?“ ამადეო მოდილიანისა და ჟანა ებიუტერნის ურთიერთობა მსოფლიოს სასიყვარულო ისტორიების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული ამბავია. ისინი ერთმანეთისთვის დაიბადნენ, მაგრამ ბედნიერებისთვის არა. 1920 წლის 24 იანვრის საღამოს მეზობლებმა მოდილიანისა და ჟანას გაუჩინარება შენიშნეს. კარზე უშედეგო კაკუნის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი სახლში შევიდა და საწოლში მძიმედ დაავადებული მოდილიანი ნახა. საყვარელ მამაკაცს სასოწარკვეთილი ჟანა მთელი სხეულით ეკვროდა. მოდილიანი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. მეორე დილით კი 20 წლის ჟანა მეხუთე სართულიდან გადმოხტა. ამ დროს ის მეორე ბავშვზე, ცხრა თვის ორსული იყო. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდილიანი, მხატვრებმა პერ ლაშეზის სასაფლაოზე პომპეზურად დაკრძალეს. ჟანა ებიუტერნი კი მისმა ოჯახმა პარიზის შემოგარენში დაასაფლავა. ერთი წლის შემდეგ მოდილიანის ოჯახის თხოვნით ჟანა ამადეოს გვერდით გადაასვენეს. „შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.– ასე საუბრობდა ამადეო ჟანაზე. საკუთარი მუზა და საყვარელი მოდილიანმა 1917 წელს გაიცნო. ჟანას მშობლების წინაარმდეგობის მიუხედავად წყვილი მალე ერთადაც დასახლდა. მაშინ ჟანა ებიუტერნი სახვითი ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. ეს ქალი მოდილიანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია, ის ამადეოს 20-მდე ნახატშია. ამადეო მოდილიანის ბიოგრაფია მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ბოჰემურ ცხოვრებას წარმოადგენს. სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: ”ადამიანი - ეს მთელი სამყაროა, რომელიც უმთავრესია ყველა დანარჩენზე, ხოლო ბინძურია ამბიციები, რომლებიც ანონიმურად რჩებიან”. ამადეო მოდილიანი 1884 წლის 12 ივლისს, ლივორნოში, წვრილ ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა. ამადეოს მამა ფლამინიო მოდილიანი ჯერ შეშითა და ნახშირით ვაჭრობდა, შემდეგ კი პატარა სამაკლერო კანტორას ფლობდა. მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი და ზოგჯერ მტრულად განწყობილიც კი იყო. დედა კი გატაცებით უყვარდა. ითვლება, რომ სწორედ დედის რომანტიულმა ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედის დღიურმა, რომელსაც იგი ამადეოს დაბადების შემდეგ აწარმოებდა, მხატვრის მხატვრის ბიოგრაფიის სრული სურათის შესაქმნაში დიდი წვლილი შეიტანა. 1906 წელს 22 წლის მხატვარი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, იქაური მხატვრები გაიცნო და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდა. დაუმეგობრდა ჟან კოკტოს, გაიცნო პაბლო პიკასო. ბევრს ხატავდა, მუშაობდა ქანდაკებებზე, მაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. მხატვარი განიცდიდა... ბევრს სვამდა, ეწეოდა. აუცილებლობად ექცა ჰაშიში. ჟანა ცდილობდა მოდის ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგრამ მოდიმ ბოჰემურ ცხოვრებაზე დიდი სიყვარულის გამოც კი ვერ თქვა უარი. ფაქტია რომ ჟანამ მოდილიანს სიკვდილშიც უერთგულა, მართალია ამით მან მოუნანიელებელი ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ ეს ხომ ჟანას და მოდილიანის სიყვარულია, სიყვარული რომელიც ..... „გყვარებიათ ისე რომ ამ სიყვარულისთვის ჯოჯოხეთსიც ჩასულხართ?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები