0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

ჯეოსელის ნომრები პარალიზებულია - რა კომენტარს აკეთებენ კომპანიაში

კომპანია "ჯეოსელის" მომხმარებლები  ქსელის ნომრებზე  შეფერხებას უჩივიან. მათ შორისაა ნანუკა წერეთელი, რომელიც მთელი დღეა ჯეოსელის საკუთარი ნომრით ვერ სარგებლობს, დილის 11 საათის შემდეგ ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს და შეფერხებულია მისი  ესემესების გაგზავნის სერვისიც. 

"მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე ვერავინ მიკავშირდება, დილიდან პარალიზებულია ჩემი ნომერი.ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამის შესახებ მომხმარებლები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. რამდენჯერმე დავრეკე ჯეოსელის ოფისში, თუმცა რაიმე კონკრეტული პასუხი ჯერ არ მიმიღია,"-განაცხადა ნანუკა წერეთელმა. 

კომპანია "ჯეოსელის" განმარტებით, გარკვეულ ნომრებზე  დაუგეგმავი ტექნიკური შეფერხება მოხდა. მათი თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.  რა დროს აღდგება ქსელის გამართულად მუშაობა კომპანიაში ვერ განმარტავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები