0 4 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ზრუნვის 1 საათი დედამიწას - „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30-მდე არასაჭირო ელექტროენერგია გაითიშა.

„დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი აქტივობაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ყოველ წელს ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) აღნიშნა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა აქტივობამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებიც შეუერთდნენ.

გლობალური ინიციატივა ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლანეტის გადასარჩენად. გასულ წელს, ამ ინიციატივის ფარგლებში, 190-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანებისა და პასუხისმგებლობიანი ინსტიტუტების გაერთიანებით პლანეტას 410,000 საათი ვაჩუქეთ.

ათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ედამიწის საათის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენებაა. „თეგეტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, სიამოვნებით შეურთდა ამ გლობალურ კამპანიას, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში, რაც, ვფიქრობთ, ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენს ფილიალებში არასაჭირო ელექტროენერგიის გამორთვით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ პლანეტის უსაფრთხო მომავლისკენ. გლობალურ აქტივობაში ჩართულობის გარდა, გვქონდა საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჩვენს თანამშრომლებს მივაწოდეთ ინფორმაცია დედამიწის საათის შესახებ და მოვუწოდეთ, საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ამ დღეს ერთი საათით უარი ეთქვათ არასაჭირო ელექტროენერგიაზე და ჩართულიყვნენ გარემოს დაცვით აქტივობაში. გვიხარია, რომ „თეგეტასა“ და მისი დიდი გუნდის ჩართულობით დედამიწას ზრუნვის ერთი საათი ვაჩუქეთ.“

გარემოს დაცვაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვის სხვადასხვა ღონისძიებაში და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა, რომელიც კომპანიის კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.

­­__

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:39

    საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველო...

    მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მო...

  • 21:16

    თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთ...

    უზბეკეთის ერთადერთმა, ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკი უზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალი კაპიტალის ინვესტირებით...

  • 21:15

    თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს,...

  • 19:31

    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში...

    წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხ...

  • 19:29

    თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავ...

    საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილო...

  • 20:45

    თიბისის TechXplore ღონისძიება...

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენ...

  • 20:43

    თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის...

    თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. ...