შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
მარჯანიშვილის ისტორიულ უბანში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის როგორიცაა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისთვის, პერსონალური საბანკო მომსახურება, კაფე და შიდა ეზო, მრავალფეროვანი და გამორჩეული კერძებით, ქართული და საერთაშორისო პრემიმუმ ბრენდების კოლექცია, ბიბლიოთეკა, და ასევე, საგამოფენო და ღონისძიებების სივრცეები.
· ატრიუმი
ატრიუმში შესაძლებელია დაჯავშნოთ როგორც სამუშაო მაგიდა საერთო სივრცეში, ასევე ისარგებლოთ ინდივიდუალური შეხვედრების ოთახით.
· საერთო სამუშაო სივრცე და შეხვედრების ოთახები
სამუშაო სივრცე აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობისთვის.
თიბისი კონცეპტის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ დაჯავშნონ თვეში ოთხი ვიზიტი სამუშაო სივრცესა და შეხვედრის ოთახებში. ყველა დამატებით ვიზიტზე, კი თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
· კაფე და შიდა ეზო
აქ სტუმრებს დახვდება მრავალფეროვანი განახლებული მენიუ, რომელიც შექმნილია All day dining-ის კონცეფციით, რომელიც უამრავ საინტერესო კერძს სთავაზობს.
კაფეში თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 15% უკან დაუბრუნდებათ.
· საგამოფენო სივრცეები
თიბისი კონცეპტის სივრცე მუდმივად მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ქმნის გამდიდრებულ ატმოსფეროს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჩაეფლონ თანამედროვე ხელოვნების სამყაროში, ისეთი ექსპონატებით, რომლებიც აჩვენებენ ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრებს, ყოველთვის არის რაღაც ახალი და შთამაგონებელი შესასწავლად.
ამჟამად 15 სექტემბრის ჩათვლით, ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, „იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?”
· კოლექცია
კოლექცია მოიცავს ქართული და საერთაშორისო პრემიუმ ბრენდის საკოლექციო ნივთების ფართო არჩევანს.
კოლექციაში თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე, თანხის 15% უკან დაგიბრუნდებათ.
· ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკის სივრცეში აღმოაჩენთ თქვენს ინტერესის სფეროზე მორგებულ არაერთ წიგნს ბიზნესის, ხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, მოერგოს მომხმარებლის ინტერესებსა და ღირებულებებს, შეუქმნას კომფორტული და სასიამოვნო როგორც სამუშაო, ასევე, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები