1 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა - მივმართავ როთს და დანარჩენ „როთებს“: თქვე გზააბნეულებო, თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ!

„მათ მმართველობას საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ უარი უთხრა - როთი არის შოლცის პარტიიდან და კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. ეს როთები იქაც არ მოსწონთ, აქ ჩამოდიან და ამ უსამშობლოებს: - გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს და ასეთ უთავმოყვარეობებს აძლიერებენ.

მოგმართავთ, თქვე გზააბნეულებო: - თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ! ჩადით სამეგრელოში - ნახეთ, იქაური სტუმართ-მასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ აზრზე მოხვიდეთ და გაიაზროთ, რომ ლგბტ პროპაგანდა ქართველ ხალხს არ სჭირდება.

იქნებ კახელებსაც დაელაპარაკოთ, რომ ღვინო უძველესი ცივილიზაციაა და მას გაფრთხილება სჭირდება. მერე იქნებ გაიაზროთ, რომ გვარამიასთან ერთად არ უნდა დადგეთ, რომელმაც საქართველოს და ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ქართულ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა.

მივმართავ როთს, რადგან ჟიგიმანტასი უკვე „გიჟიმანტასია“ და მას არაფერი ეშველება, ასევე მივმართავ დანარჩენ როთებს: - ეს ქვეყანა უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაა, შეურაცხყოფას გვაყენებთ, როცა თქვენისთანები მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებით, რომ შეცდომა დაუშვით და რუსი ხართო! ასეთებს არ მიგიღებთ!

რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება - ამიტომ ბიძიებო! დღეს, 7 საათზე რომ გამოხვალთ და ლობისტური კომპანიების მიერ დაწერილ ტექსტებს წაიკითხავთ, გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ! გერმანიაში პრობლემა გაქვთ, ჩამოშლილი გაქვთ კოალიცია, საფრანგეთში იმ კაცს ლეგიტიმაცია არა აქვს - ოპოზიციური პარტიებია პირველ და მეორე ადგილას.

სად არის კუბილიუსი? დაგეშალა პარტია?! ევროპარლამენტიდან რომ გვმოძღვრავდი, გითხრეს ხომ რომ პოლიტიკა შენი თემა არ არის და კოსმოსს მიხედეო - კოსმოსური რაღაცის შემსწავლელი კომიტეტის თუ კომისიის წევრია...

დარჩა ფოტიგა მიღმა?! მორალს რომ გვიკითხავდით! რასა სად არის?!

აი, ასეთები ხართ - ხალხი საკუთარ ქვეყანაში არ გცემთ პატივს და ჩვენ, ქართველებს გვიკითხავთ მორალს დემოკრატიაზე, კულტურაზე, განვითარებაზე. უძველესი ცივილიზაციის ხალხს გვასწავლიდით ჭკუას! ჭკუა თქვენმა მოსახლეობამ გასწავლათ და დაგტოვეს ხელისუფლების გარეშე.

იარეთ ახლა რუსთაველის გამზირზე - ჩვენ სტუმარ-მასპინძლობა არ შეგვშლია და არც არასდროს შეგვეშლება!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის შეფასებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები