1 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ევროპის პატივცემულო ლიდერებო, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ბელარუსის გამოფხიზლებას და თაღლითური არჩევნები არ აღიაროთ" - სვეტლანა ტიხანოვსკაია

 ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია კიდევ ერთ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ცნოს.

„უკვე მეორე კვირაა, ჩემი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის თავისი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებისთვის, აირჩიოს საკუთარი  ლიდერები. 9 აგვისტოს არჩევნები არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე იყო. მისი შედეგები გაყალბებულია. ბელარუსის ქალაქების ქუჩებში თავიანთი ხმების დასაცავად გამოსულ ადამიანებს სასტიკად სცემა, აღუკვეთა თავისუფლება და აწამა რეჟიმმა, რომელიც გაშმაგებით იბრძვის გადარჩენისთვის. ასობით ადამიანი დაშავდა, სულ მცირე ორი კი გარდაიცვალა. ეს ყველაფერი ევროპის ცენტრში ხდება. მოგიწოდებთ, არ აღიაროთ ეს გაყალბებული არჩევნები. ლუკაშენკომ დაკარგა ლეგიტიმობა ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოს თვალში. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მიზნით საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვედი, რომელიც დიალოგის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესს წარუძღვება და ახალ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. ევროპის პატივცემულო ლიდერებო, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ბელარუსის გამოფხიზლებას. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დაიცვათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები, პატივის სცეთ ბელარუსის სუვერენიტეტსა და მისი ხალხის არჩევანს“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები