1 6 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსის 5765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 77 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 812 485-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 13 269 -ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 600 250 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 110 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები