თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნული ტრანზაქციები, საკონდიტრო ნაწარმის ადგილობრივი წარმოების მიზნით, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტს უზრუნველყოფს.
ორივე ბანკი FCI-ის - ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრია.
„ფაქტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნების ეკონომიკის წინსვლისთვის და ის რეგიონში სულ უფრო აქტუალური ხდება EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის დახმარებით. შედეგად, ბევრ ადგილობრივ ბანკს შევუწყეთ ხელი მცირე ბიზნესის განვითარებაში. მოხარული ვართ FCI-ის წევრებთან - თიბისისთან და Armswissbank-თან პარტნიორობით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ფაქტორინგულ ტრანზაქციებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც FCI-ის საერთაშორისო ფაქტორინგის პლატფორმის საშუალებით განხორციელდა”, - ალექსანდრე საველიევი, EBRD-ის დირექტორი, სპეციალიზებული ფინანსური სერვისებისა და ვაჭრობის დაფინანსებისათვის.
„განხორციელებული ტრანზაქცია EBRD-ისთან და FCI-ისთან ჩვენი მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას - ექსპორტის ხელშეწყობასა და რეგიონის მასშტაბით, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აერთიანებს. გვსურს მადლიერება გამოვხატოთ სომეხი პარტნიორების მიმართ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ფაქტორინგის მიმართულებით, როგორც ქვეყნის ბაზრის ლიდერი და ყველაზე მსხვილი კაპიტალის მქონე ბანკი, განვაგრძობთ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
„სომხეთში FCI-ის ერთადერთი წევრი - Armswissbank, ლიდერია ფაქტორინგის ადგილობრივ ბაზარზე. FCI-ისთან თანამშრომლობით საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარება, ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი ბანკთან და EBRD-ისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ გავხდით პირველი ბანკი სომხეთში, რომელმაც შემოიტანა ახალი ფაქტორინგული გადაწყვეტა. მადლობას ვუხდით თიბისი ბანკს პარტნიორობისათვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინოვაციური მიდგომა სომხეთში საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარებას წაახალისებს“, - ანჟელა ბარსეგიანი, Armswissbank-ის კორპორაციული სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ჩვენთვის პატივია ვიხილოთ FCI-ის ორი წევრის - Armswissbank-ის (წევრი 2008 წლიდან) და თიბისი ბანკის (წევრი 2016 წლიდან) წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფაქტორინგის ეფექტური სტრუქტურის შემუშავების მიმრთულებით. EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამისა და FCI-ის ორფაქტორიანი პლატფორმის - edifactoring.com დახმარებით რისკის შემცირებით, თიბისი ბანკს უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს. ამ ინოვაციური სტრუქტურის გამოყენება FCI-ის სხვა წევრებსაც შეუძლიათ რეგიონში, რომელსაც EBRD ფარავს. ვულოცავთ ყველა მხარეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას“, - პიტერ მალროი, FCI-ის გენერალური მდივანი.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები